Telegram Group Search
31 იანვარს უკრაინის არმიის სარაკეტო ძალებისა და არტილერიის ქვედანაყოფმა კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა.

"მაღალი სიზუსტისა და კოორდინირებული თავდასხმის შედეგად მეტოქის სამეთაურო პუნქტი განადგურებულია. ეს ოპერაცია მტრის სამეთაურო პუნქტების განადგურების, მისთვის საომარი ქმედებებისა და ლოჯისტიკის ეფექტიანი კოორდინირების საშუალების წართმევის სისტემური სამუშაოს ნაწილია". - წერია გენშტაბის განცხადებაში.
პოკროვსკის მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებმა 8 რუსი ოკუპანტი დაატყვევეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო:

“პრეზიდენტ ტრამპის წინადადება გრენლანდიის შეძენასთან დაკავშირებით ხუმრობა არ არის.ჩინელები საბოლოოდ შეეცდებიან გრენლანდიაში იგივე გააკეთონ, რაც პანამის არხზე და სხვა ადგილებში გააკეთეს. ჩინელები განათავსებენ ობიექტებს, რომლებიც მათ არქტიკაზე წვდომის საშუალებას მისცემს ჩინური კომპანიების საფარქვეშ, თუმცა რეალურად ამ ობიექტებს ორმაგი დანიშნულება ექნებათ — კონფლიქტის შემთხვევაში, მათ შეეძლებათ სამხედრო ხომალდების მიღება ამ ობიექტებზე და იქიდან ოპერირება”.
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
პუტინი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა АвтоВАЗа-ს ქარხანას სამარის ოლქში. დაათვალიერა წინასერიული Lada Iskra (წარმოება დაიწყება 2025 წლის აპრილიდან), B-Plus კროსოვერი და ელექტრომობილი E-NIVA.
თუ ქვეყანამ უარი თქვა თანამშრომლობაზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა შეიძლება მოითხოვონ, რომ ქვეყანამ დატოვოს ევროპის საბჭო, – ამის შესახებ “ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა გადაცემაში “რეზიუმე“ განაცხადა.

კახა გოგოლაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე PACE-ს წევრებმა შეიძლება საქართველოსთვის ხმის უფლების ჩამორთმევა მოითხოვონ.
https://jam-news.net/ge/kakha-gogolashvilis-komentari-2/
ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის თქმით, ოფიციალურმა ჰელსინკმა კიევს €198 მილიონი ევროს ღირებულების 27-ე სამხედრო დახმარების პაკეტი დაუმტკიცა
📢 აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მარშით რუსთაველის გამზირზე დაიძრნენ - ისინი რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას, საეთერო დროს და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.
გერმანიის პარლამენტმა 31 იანვარს მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას გულისხმობდა. ორი დღით ადრე გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირსა (CDU) და მის ლიდერს, ფრიდრიხ მერცს, რომელიც კანცლერობის კანდიდატად განიხილება, ულტრამემარჯვენე პარტიასთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი.

ოპოზიციურმა ლიდერმა მერცმა, რომლის პარტიაც 23 თებერვლის ვადამდელ არჩევნებამდე გამოკითხვებში ლიდერობს, თქვა, რომ ეს კანონპროექტი აუცილებელი პასუხი იყო იმ გახმაურებულ მკვლელობებზე, რომელიც მიგრანტული წარმოშობის პირების მიერ იყო ჩადენილი.

მერცის მიერ წარდგენილი არასავალდებულო წინადადება პარლამენტმა პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) მხარდაჭერით 29 იანვარს მიიღო, რასაც საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული ამონაგების ფონზე £2.26 მილიარდი ფუნტ სტერნლინგი გამოუყო სამხედრო დახმარების სახით, რომელიც ძირითადად ადგილობრივ დონეზე თავდაცვისთვის საჭირო წარმოების ლოკალიზაციას მოხმარდება
გავრცელებული ინფორმაციით, ლილოში, კახეთის გზატკეცილზე, რესტორან კახელებთან ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში კაცი ჩაცხრილეს
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ელჩი საგანგებო საკითხებში, რიჩარდ გრენელი, 31 იანვარს კარაკასში გაემგზავრა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან შესახვედრად.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Washington Post საკითხზე ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ 2022 წლის შემდეგ ეს პირველი პირდაპირი შეხვედრა იქნება ამერიკელ მაღალჩინოსანსა და მადუროს შორის.

გრენელი ტრამპის ყოფილი ადმინისტრაციის პერიოდში, 2017-2021 წლებში გერმანიაში აშშ-ს ელჩის თანამდებობას იკავებდა. ამავე პერიოდში გრენელი აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორიც იყო.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, გრენელი მადუროსთან ერთად აშშ-დან მიგრანტების დეპორტაციის, კრიმინალური ორგანიზაცია Tren de Aragua-ს წინააღმდეგ თანამშრომლობისა და ენერგოპოლიტიკის საკითხებს განიხილავს.

ინაუგურაციამდე, 9 იანვარს, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს დაკავების შემდეგ, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ვენესუელაში "თავისუფლებისთვის მებრძოლ" ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო ნიკოლას მადუროს ოპონენტი, ოპოზიციონერი ედმუნდო გონსალესი ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენია.
“მზია ამაღლობელი უნდა იყოს თავისუფალი და ჯანმრთელი” - მზექალა შანიძე
ხვალ დინალდ ტრამპი კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფების დაწესების გამოცხადებას აპირებს…. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ კანადელებს მოუწოდა, მოემზადონ მძიმე ეკონომიკური პერიოდისთვის ტრამპის მუქარის გამო.

"არ დავმალავ – ჩვენს ქვეყანას შესაძლოა, მძიმე პერიოდი დაუდგეს უახლოეს დღეებსა და კვირებში,“ – განაცხადა კანადის ლიდერმა.

იმ ფონზე, რომ კანადაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების 75% აშშ-ში ექსპორტირდება, ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდება, თუ ხვალ დონალდ ტრამპი ტარიფების დაწესებას გამოაცხადებს…
თეთრი სახლის ცნობით, 1-ელი თებერვლიდან აშშ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს - კანადას, მექსიკასა და ჩინეთს - ტარიფებს დაუწესებს. ორი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ ტრამპის ადმინისტრაცია 25-25%-იან ტარიფებს შემოიღებს, ხოლო ჩინეთის წინააღმდეგ10%-იანი ტარიფი დაწესდება.

"ხვალიდან დაწყებული, ეს ტარიფები ძალაში შევა". - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა რეპორტიორებთან საუბრისას. მისი თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა "ეს დაპირებები გასცა, და ეს დაპირებები შეასრულა კიდეც".

ლივიტის თქმით, ამ ქვეყნებს ტარიფები იმის გამო დაუწესდებათ, რომ ხელი არ შეუშალეს "[აშშ-ში] არალეგალური ფენტანილის უპრეცედენტო შემოსევას, რაც ამერიკელ მოქალაქეებს კლავს".

ტრამპმა ბოლო პერიოდში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების მუქარის ხშირი გამოყენება დაიწყო, რისი პირველი სამიზნეც კანადა და მექსიკა გახდნენ. ტრამპმა გამოაცხადა, რომ 1-ელი თებერვლიდან მეზობელი ორი ქვეყნის წინააღმდეგ 25%-იან ტარიფს დააწესებს, არალეგალური იმიგრაციისა და საზღვარზე ნარკოტიკების კონტრაბანდის გადატანის მხრივ არსებული პრობლემების გამო.

30 იანვარს ტრამპი 100%-იანი ტარიფების დაწესებით განმეორებით დაემუქრა BRICS-ის წევრ ქვეყნებსაც, მათ შორის, ბრაზილიას, რუსეთის, ინდოეთსა და ჩინეთს, თუკი ისინი სარეზერვო ვალუტად ამერიკული დოლარის ჩანაცვლებას შეეცდებიან.
2025/01/31 22:06:25
Back to Top
HTML Embed Code: